66 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი ოლეგ პანფილოვი. ამის შესახებ მისი მეუღლე ოქსანა მასლაკი იტყობინება.
პანფილოვი დაიბადა ტაჯიკეთში. მოღვაწეობდა რუსეთში, სადაც ის იყო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი.
2008 წლის სექტემბერში მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. 2009 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ რუსულენოვან „პირველ კავკასიურ“ არხზე.
1994-2010 წლებში პანფილოვი თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან, 2014-2019 წლებში იყო პროექტის კრიმ.რეალიის“ უკრაინული სამსახურის თანამშრომელი.
მისი წიგნი " უკრაინა და საქართველო - რატომ ერთად?" წელს გამოქვეყნდა უკრაინაში. საქართველოსა და უკრაინაში მან ასევე გამოსცა "ანტისაბჭოთა ისტორიები "და წიგნები 2008 წლის ომის შესახებ: „უცნობი ომი. რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.