Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას დამატებით ბრალზე წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა


ბადრი ესებუა, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული
ბადრი ესებუა, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, მისდამი დამატებით წარდგენილი ბრალისთვის. პროკურატურის თანახმად, მას დაკავებისას აღმოჩენილი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დამატებითი ბრალი 9 თებერვალს წარედგინა.

მოსამართლის განცხადებით, არსებული ბრალდებების გამო ისედაც პატიმრობაში მყოფი ბადრი ესებუასთვის დამატებით აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ შეესაბამება მიზანს - ის ვერ შეძლებს გამოძიებისგან მიმალვას ან თავის არიდებას.

თავად ბადრი ესებუა, სასამართლო სხდომას დისტანციურად, ვიდეოზარის ფორმატში ერთვებოდა ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან.

ბადრი ესებუა სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო
please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00

სასამართლოზე მან თქვა, რომ ურჩევნია სხდომას სასამართლოს დარბაზში ესწრებოდეს, "არაფრის დამატება არ მსურს, მინდა რომ სასამართლო პროცესზე ვიყო და არა ასე სკაიპით, ნახევარი არ მესმის", - თქვა ესებუამ.

მოსამმართლემ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მან დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები კარგად გაიგო, გაუმეორა ადვოკატისა და პროკურატურის სიტყვები. რაზეც ესებუამ განაცხდა, რომ გაიგო.

სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ ბრალდებულის მშობლები. მათ სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას 9 , თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს.

ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

XS
SM
MD
LG