Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ ნასროლი 71 ფრთოსანი რაკეტიდან 61 გაანადგურეს - ზალუჟნი


გენერალი ვალერი ზალუჟნი
გენერალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის დამცველებმა 9 -10 თებერვალს რუსეთის მიერ ნასროლი 71 ფრთოსანი რაკეტიდან 61 ერთი ჩამოაგდეს. მთლიანობაში რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი იქნა სხვადასხვა კალიბრის 106 რაკეტა, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

უკრაინელი გენერლის სიტყვებს იმოწმებს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, რომლის ცნობაშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა მორიგი საავიაციო და სარაკეტო შეტევები განახორციელა მათ შორის კასპიის ზღვის აკვატორიიდან აფრენილ სტრატეგიულ თვითმფრინავ Ту-95-იდან, ხოლო ფრთოსანი რაკეტები გაშვებული იქნა შავი ზღვის აკვატორიიდან.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა პარასკევ დილით განაახლეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვში 7 ადამიანი დაიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე უწოდა ტერორი, რომელიც აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG