Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ტიკარაძე და აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსი დანიელ ჰოკანსონი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ტიკარაძე და აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსი დანიელ ჰოკანსონი

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში, ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პენტაგონში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

მხარეებმა აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის განხორციელებისთვის, რომელიც ათეულობით წლებია ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან წარმატებით მიმდინარეობს და სამაგალითო პარტნიორობის ნიმუშია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით გაზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.

XS
SM
MD
LG