Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსი ახალ პრეზიდენტს ირჩევს


კვიპროსის საპრეზიდენტო კანდიდატი, ნიკოს ქრისტოდულიდისი. ნიქოზია. 5 თებერვალი. 2023 წელი.
კვიპროსის საპრეზიდენტო კანდიდატი, ნიკოს ქრისტოდულიდისი. ნიქოზია. 5 თებერვალი. 2023 წელი.

კვიპროსის რესპუბლიკაში 12 თებერვალს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.

მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ კანდიდატები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს პირველ ტურში. ფავორიტად მიიჩნევენ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს ქრისტოდულიდის, რომელიც პოლიტიკურად მემარჯვენე-ცენტრისტულ ბანაკს ეკუთვნის.

გამოკითხვების თანახმად, მას ოდნავ ჩამორჩება ყოფილი დიპლომატი, ანდრეას მავროგიანისი. მას მემარცხენეთა ბანაკს მიაკუთვნებენ.

ახლა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ კანდიდატურა აღარ წამოაყენა.

კვიპროსში სახელმწიფოს მეთაურს ხალხი ირჩევს. ის ადგენს ასევე მთავრობას და თავმჯდომარეობს მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG