Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთმა კორეამ გააუქმა ლტოლვილობაზე უარი სეულის აეროპორტში ჩარჩენილი ორი რუსისთვის


სამხრეთმა კორეამ გააუქმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი რუსეთის ორი მოქალაქისთვის, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ რუსეთიდან და სეულის საერთაშორისო აეროპორტში ჩარჩნენ ოთხი თვის განმავლობაში. ამის შესახებ ტელეარხი KBS იტყობინება.

სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსეთის ხუთი მოქალაქიდან სამმა. ერთ-ერთს სასამართლომ უარი უთხრა. რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც მოიგეს სასამართლო პროცესი, მიმდინარე კვირაში დატოვებს აეროპორტს და ისინი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მოემზადებიან. მესამე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. გარდა ამისა, სასამართლოში კვლავაც გრძელდება აეროპორტში ჩარჩენილი რუსეთის დანარჩენი ორი მოქალაქის საქმეების განხილვა.

რუსეთის ხუთი მოქალაქე იძულებულია, სეულის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვროს მას შემდეგ, რაც სამხრეთმა კორეამ მათ უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე. ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ არმიაში სამსახურზე უარი არ მიიჩნია თავშესაფრის მინიჭების საფუძვლად.

როგორც The Korea Times-ი წერს, აეროპორტში ჩარჩენილმა რუსეთის მოქალაქეებმა სეულში ჩასვლისთანავე აეროპორტში მოითხოვეს თავშესაფარი, მაგრამ ვერ გაიარეს პირველადი შერჩევის ეტაპი. ამის შემდეგ მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამხრეთ კორეელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეები „არიან პოლიტიკური ლტოლვილები, რომელთაც დევნა ემუქრებათ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG