გაერომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინისთვის და ამ ქვეყნიდან რუსეთის შეჭრას გამოქცეული მილიონობით ლტოლვილის დასახმარებლად 5,6 მილიარდი დოლარია საჭირო.
ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, გაერო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება 21,8 მილიონ უკრაინელს ესაჭიროება.
"ომი კვლავ ყოველდღიურად იწვევს სიკვდილს, ნგრევას და ადამიანთა გადაადგილებას, გამაოგნებელი მასშტაბით" - წერს გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტი განცხადებაში.
დაწერეთ კომენტარი