Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფ აქტივისტ ციხანოუსკის ბელარუსში პენიტენციური წესების დარღვევისთვის ასამართლებენ


სიარჰეი ციხანოუსკი, ბელარუსის ოპოზიციის აქტივისტი
სიარჰეი ციხანოუსკი, ბელარუსის ოპოზიციის აქტივისტი

ბელარუსი ვიდეო ბლოგერი და ოპოზიციის აქტივისტი, პატიმრობაში მყოფი სიარჰეი ციხანოუსკი 14 თებერვალს ახალი სასამართლოს წინაშე წარდგა, "პენიტენციური დაწესებულების შიდა განაწესის უხეშად დარღვევის" ბრალდებით.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ციხანოუსკის კიდევ 18 თვით ემუქრება გახამგრძლივება პატიმრობისა, რომელიც მას 2021 წლის დეკემბერში მიესაჯა. მაშინ ციხანოუსკისთან ერთად გაასამართლეს კიდევ ხუთი პირი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, იჰარ ლოსიკი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიკალაი სტატკევიჩი, და ოპოზიციის აქტივისტები - ულადზიმერ ციჰანოვიჩი, არტსიომ საკაუ და დზმიტრი პაპოუ, რომლებსაც ასევე ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა. განსასჯელებისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავდა მასობრივი არეულობის მხარდაჭერას, საზოგადოებაში სიძულვილის დათესვას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლას - რასაც თავად განსასჯელები და მათი მხარდამჭერები უარყოფდნენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებდნენ.

სიარჰეი ციხანოუსკი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ქმარია.

XS
SM
MD
LG