Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებისთვის იშვიათი ვიზიტით იმყოფება თურქეთში


არარატ მირზოიანი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
არარატ მირზოიანი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი იშვიათი ვიზიტით ჩავიდა თურქეთში, ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

მირზოიანი 15 თებერვალს შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეს ვიზიტი მირზოიანისთვის მეორეა გასული წლის მარტიდან, და მისი ფონია მეზობელი ქვეყნების ძალისხმევა კავშირების გაუმჯობესებისთვის, ათწლეულების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ.

შაბათ-კვირას ამ ქვეყნებს შორის 35 წელიწადის განმავლობაში პირველად გაიხსნა საერთო სასაზღვრო გასასვლელი, სადაც გაივლის სამხრეთ თურქეთში მძლავრი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება.

XS
SM
MD
LG