Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულოში საავტომობილო ხიდს ითხოვდნენ, მუნიციპალიტეტმა კი საფეხმავლოს აშენება დაიწყო - აუდიტი


ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ხარვეზებითა და ნაკლოვანებებით სრულდებოდა. მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშში ამის ერთ-ერთ მაგალითად სოფელ ძმაგულაში ხიდის აშენებაა მოყვანილი.

დოკუმენტში წერია, რომ მოსახლეობა საავტომობილო ხიდის აშენებას ითხოვდა, მუნიციპალიტეტმა კი სხვა ადგილზე საფეხმავლო ხიდის აშენება დაიწყო. შესყიდვის ღირებულება 40 709 ლარი იყო.

"არ ხდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მოსახლეობასთან წინასწარ შეთანხმება. კერძოდ: სოფელ ძმაგულაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის შეწყვეტა მოსახლეობის პროტესტმა განაპირობა, რომელიც საფეხმავლო ხიდის ნაცვლად, სხვა ლოკაციაზე, საავტომობილო ხიდის მშენებლობას ითხოვდა", - წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

რადიო თავისუფლება დაუკაშირდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას - უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG