Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროში ჩამსვლელ მგზავრებს "ვარკეთილის" სადგური ვერ იღებს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მეტროსადგური "ვარკეთილი" მუშაობას ნაწილობრივ აჩერებს. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას... მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“.

ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს", - აცხადებენ კომპანიაში.

ამ სადგურში სამი ესკალატორიდან ერთს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, მეორე კი დაზიანდა.

დამატებით რადიო თავისუფლებას პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სადგური ვერ ემსახურება მხოლოდ მეტროში ჩამსვლელ მგზავრებს, თუმცა მუშაობს ამომსვლელი ესკალატორი.

განახლება.

მოგვიანებით, ესკალატორი ორმხრივად ამუშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG