Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინალეზე უკრაინის შესახებ შონ პენის ფილმის პრემიერა შედგა


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა ბერლინის კინოფესტივალის 73-ე ცერემონიის გახსნაზე. 17 თებერვალი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა ბერლინის კინოფესტივალის 73-ე ცერემონიის გახსნაზე. 17 თებერვალი, 2023.

ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე შედგა შონ პენისა და აარონ კაუფმანის დოკუმენტური ფილმის „სუპერძალა“ პრემიერა.

გადაღებები უკრაინაში 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად პენი და კაუფმანი დაინტერესდნენ პოპულარული კომიკოსის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკოსად ქცევით. ფილმი აჩვენებს ზელენსკის კარიერის ეტაპებს, ფრაგმენტებს მისი შოუდან, გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.

2022 წლის 24 თებერვალს ფილმის ჩანაფიქრი შეიცვალა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე შონ პენი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის. გადამღებმა ჯგუფმა დატოვა უკრაინა უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაგრამ ზაფხულში და შემოდგომაზე გადაღებები განახლდა, მათ შორის, ფრონტის წინა ხაზზე.

პენის თანამოსაუბრეებს შორის არიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება, კიევის მერი კლიჩკო, ასევე უკრაინელი და ამერიკელი ჟურნალისტები, დიპლომატები, პოლიტოლოგები, თავდაცვის მებრძოლები და სამხედრო პერსონალი.

პუტინის რუსეთი ფილმში წარმოდგენილია როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მრავალი მტკიცებულება. შონ პენი ათვალიერებს ბინებს რუსული რაკეტით დანგრეულ მაღალსართულიან კორპუსში და საბავშვო ბაღის ტერიტორიას, რომელიც ცეცხლის ქვეშ მოექცა.

შონ პენი ბერლინში ჩავიდა კიევიდან, სადაც ზელენსკის აჩვენა „სუპერძალა“. ბერლინის კინოფესტივალზე ფილმს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაუკეთა.

შონ პენი არის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერია. მან არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და დაგმო რუსული აგრესია.

16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინალეს გახსნაზე ვიდეო ბმულით ისაუბრა. მისი თქმით, ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ტოტალურ ომს, ხელოვნება ვერ დარჩება პოლიტიკის მიმართ გულგრილი და კინომ უნდა გააჩინოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო.

XS
SM
MD
LG