Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ: რუსული პროპაგანდის გამო მოლდოვაში არ არის კონსენსუსი ნატოში გაწევრიანების თაობაზე


რუმინეთის პრეზიდენტი მაია სანდუ
რუმინეთის პრეზიდენტი მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, ნატოში მისი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე დისკუსია ამჟამად უპერსპექტივოა ხანგრძლივი რუსული პროპაგანდის გამო, რომელმაც ძირი გამოუთხარა ამ პოლიტიკური ნაბიჯის საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

„როცა ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, ცხადი ხდება, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენ ვერ გვიცავს. მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაცვლელად არ მოიპოვება საზოგადოებრივი მხარდაჭერა... ასეთი შესაძლებლობა არ არის დისკუსიის თემა მოლდოვაში,“ მოჰყავს სანდუს სიტყვები „ევროპეისკაია პრავდას“.

სანდუ აღიარებს, რომ მოლდოვაში არ არსებობს ნატოში გაწევრიანების თაობაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი და ეს რუსული პროპაგანდის დამსახურებაა.

ასევე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სანდუმ თქვა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ - ის იყენებს ეკონომიკურ ზეწოლასა და პროპაგანდას.

მოლდოვის პრეზიდენტის სიტყვებით, მისი ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევის მიზანია, გამოიწვიოს საზოგადოების დესტაბილიზაცია და ხალხი ქუჩებში გამოიყვანოს, რათა გამოიცვალოს ხელისუფლება და შეიქმნას პრორუსული მთავრობა.

მან დახმარება ითხოვა საჰაერო დაზვერვასა და თავდაცვაში, მაგრამ აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მოლდოვაში რუსეთის შეჭრის უშუალო საფრთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG