Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონის თქმით, ის მხარს უჭერს ომში უკრაინის გამარჯვებას, მაგრამ არ სურს, რომ რუსეთი „გაისრისოს“


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ომში უკრაინის გამარჯვებას, მაგრამ არ სურს, რომ რუსეთი „გაისრისოს“.

ფრანგი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლიდანაც AFP-ს მოჰყავს ციტატები, მაკრონმა თქვა: „მსურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მსურს, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი პოზიციის დაცვა“.

ამასთან, მან განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად ვერცერთი ქვეყანა ვერ მოიპოვებს დიდ უპირატესობას. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ომის გზით არ დასრულდება“, თქვა მაკრონმა.

მან დასძინა, რომ განსხვავებით სხვებისგან, მას არ სურს, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს. მაკრონის თქმით, ასეთ ადამიანებს „პირველ რიგში რუსეთის გასრესა სურთ“. „ეს არასოდეს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არასოდეს იქნება,“ დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მაკრონი მრავალსაათიან მოლაპარაკებებს მართავდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. დასავლელ ლიდერთაგან ის ერთ-ერთი მცირეთაგანი იყო, ვისაც პუტინთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა შენარჩუნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG