Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ბიურო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების საკითხს


20 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბუირო განიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების სახითხს.

კანონპროექტი, რომელიც ინცირებულია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის („ხალხის ძალა“) მიერ, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

კანონპროექტით, ორგანიზაციები ვალდებული არიან ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია.

კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. ცვლილებებით გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ:

  • უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარით
  • თუ ორგანიზაცია (იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში) არ შეავსებს განაცხადის ფორმას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით
  • ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში ორგანიზაცია დამატებით დაჯარიმდება 10 ათასი ლარით
  • კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენისთვს ორგანიზაცია დაჯარიმდება 20 ათასი ლარით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG