Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: „გვქონდა საუბარი საქართველოს გამოწვევებზე“


„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ინტერესს წარმოადგენს, დაეხმაროს საქართველოს, რათა ქვეყანამ „მორიგ ჯერზე არ დაკარგოს შანსი, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“.

როგორც სამადაშვილმა სენატორთან გამართული მიღების შემდეგ განაცხადა, ჯინ შაჰინი დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. ის არის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი და გულშემატკივარი. ის არის ძალიან გულდაწყვეტილი ისევე, როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

XS
SM
MD
LG