Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა კერძო სამხედრო კომპანიის შექმნის გეგმებზე ილაპარაკა და პრიგოჟინს "ძმა" უწოდა


რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და ევგენი პრიგოჟინი.
რამზან კადიროვი (მარჯვნივ) და ევგენი პრიგოჟინი.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ აპირებს, „კონკურენცია გაუწიოს“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელ ევგენი პრიგოჟინს და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია ჩამოაყალიბოს.

პრიგოჟინის მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების მორიგი კრიტიკული გამონათქვამების ფონზე, კვირას ტელეგრამში გამოქვეყნებულ პოსტში კადიროვმა დაწერა, რომ „ვაგნერმა“, რომლის მეომრები უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობენ, „დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა სამხედრო თვალსაზრისით“ და პრიგოჟინს „ძმა“უწოდა (ასე უწოდებს კადიროვი ბევრ, მაგრამ არა ყველა, რეგიონულ და ფედერალურ ჩინოვნიკს).

კადიროვს, რომელიც „პუტინის რიგით ჯარისკაცად“ ახდენს პოზიციონირებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არაერთხელ გამოუხატავს პრიგოჟინის მხარდაჭერა. მეტიც, როგორც Kavkaz.realii აღნიშნავს, მათი სტრუქტურები თანამშრომლობენ: ცნობილია, რომ ჩეჩნეთიდან ომში წასული „მოხალისეები“ „ვაგნერის“ რიგებშიც ხვდებიან.

ოქტომბერში კადიროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პრიგოჟინს „ძვირფასი ძმა“ და „მებრძოლად დაბადებული“ უწოდა. პარალელურად მან მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის ქალაქ ლიმანის დაკარგვის დროს რუსეთის არმიის დაჯგუფება „ცენტრის“ მაშინდელი სარდალი, გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც „უნიჭო“ უწოდა. გენერლის კრიტიკა გაიზიარა პრიგოჟინმა.

ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ახლახან ივარაუდა, რომ კადიროვი მხარს არ დაუჭერს პრიგოჟინს თავდაცვის სამინისტროსთან მის დაპირისპირებაში. ეს დასკვნები ემყარებოდა კადიროვის განცხადებებს თავდაცვის სამინისტროსთან „მშვენიერი აწყობილი ურთიერთობებისა“ და იმის შესახებ, რომ ის არანაირად არ მოქმედებს მის საკადრო პოლიტიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG