Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სავარაუდოდ, 24 თებერვლისთვის გამოაცხადებს, რომ ბახმუტი აიღო


უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული რუსული ტანკები უგლედართან. 2023 წლის თებერვალი
უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული რუსული ტანკები უგლედართან. 2023 წლის თებერვალი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში განაგრძობს შეტევას უგლედარის, კრემენნაიას და ბახმუტის მიმართულებებით და განსაკუთრებით დიდი დანაკარგი აქვს ბახმუტსა და უგლედარში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთის საზღვაო ქვეითთა „ელიტურ“, 155-ე და მე-40 ბრიგადებს ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ უგლედართან. ამ ინფორმაციას თებერვლის შუა რიცხვებში ადასტურებდნენ პრორუსული წყაროებიც.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებზე პოლიტიკური ზეწოლა იზრდება და მიუხედავად იმისა, როგორი იქნება რეალური სიტუაცია, რუსეთი დიდი ალბათობით, ამ თარიღისთვის გამოაცხადებს, რომ ბახმუტი აიღო. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, თუ საგაზაფხულო შეტევა რუსეთს არაფერს მოუტანს, ხელისუფლების შიგნით დაძაბულობა გაიზრდება.

  • უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
  • რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" არაერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
  • 2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG