Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას მოვუწოდეთ, წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, ევროპასთან დაახლოება - შაჰინი


სენატორი ჯინ შაჰინი.
სენატორი ჯინ შაჰინი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოს მთავ„რობას მოუწოდა, წინ წაწიოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, - განაცხადა შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სენატორები საქართველოში მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს.

ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციურ და სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG