Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომით დაზარალებულ ქალთა ცენტრი მთავრობას უკრაინელებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადის გახანგრძლივებას სთხოვს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი" საქართველოს მთავრობას სთხოვს, საქართველოში ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდეთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უვიზოდ ყოფნის ერთწლიანი ვადა ეწურებათ.

"უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას", - წერს ორგანიზაცია.

"ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრმა" ამავე მოთხოვნით შექმნა პეტიცია, რომელსაც რამდენიმე საათში 2 ათასამდე ხელმოწერა აქვს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი 24 თებერვალს გადის. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი თავს საქართველოს აფარებს. საქართველოს მთავრობის2015 წლის დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პრესსამსახურიდან პასუხს ელოდება.

XS
SM
MD
LG