Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მოსამართლემ დახურა ჟურნალისტის, პაველ ბელავუსის პროცესი


პავალ ბელავუსი, პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი
პავალ ბელავუსი, პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი

მინსკში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა დახურულ კარს მიღმა გაიმართოს ჟურნალისტ პავალ ბელავუსის პროცესი. ბელავუსს ასამართლებენ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის გამო.

მინსკის მოსკოვის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ, ჟანა ბრისინამ ეს გადაწყვეტილება 20 თებერვალს მიიღო. თავიდან სასამართლო სხდომა ღია იყო საზოგადოებისთვის, თუმცა სხდომის გახსნისას სახელმწიფო პროკურორი გამოვიდა მისი დახურვის თხოვნით, "რათა არ მოხდეს ექსტრემისტულად აღიარებულ წყაროებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელება".

ბელავუსი არის დამაარსებელი საინტერნეტო მაღაზიისა Symbal.by და იყო ბელარუსის კულტურის საბჭოს მენეჯერი. ის უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაში იმყოფება - წაყენებული აქვს სამშობლოს ღალატის, ბელარუსული ნაციონალიზმის იდეების გავრცელების, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG