Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას უგზავნის კიდევ 460 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს


საილუსტრაციო ფოტო. მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ი უკრაინის ხერსონის ოლქში. 2022 წლის ოქტომბერი
საილუსტრაციო ფოტო. მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ი უკრაინის ხერსონის ოლქში. 2022 წლის ოქტომბერი

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს დამატებით საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin.

პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 120-მილიმეტრიანი ჭურვების ახალი პარტია, 2000-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, საჰაერო მეთვალყურეობის 4 რადარი, ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა Bradley და სხვა ტექნიკა.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის ახალი, 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ 20 თებერვალს გამოაცხადა. ამ დღეს, კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

  • პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 29.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
XS
SM
MD
LG