Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაიზარდა გუშინდელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები თურქეთის ჰათაის პროვინციაში
6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები თურქეთის ჰათაის პროვინციაში

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი.

ჰათაი თურქეთის იმ პროვინციებს შორისაა, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა 6 თებერვალს მომხდარი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. მათი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.

  • 20 თებერვლის ღამის მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრების შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 41 156-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
  • თურქეთის მთავრობის მონაცემებით, დანგრეული, ან სერიოზულად დაზიანებულია დაახლოებით 118 000 შენობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 485 000-ზე მეტი ადამიანი.
  • 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG