Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, ეს არ არის სიმართლე


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში.

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უპასუხა „ლელოს" დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას, პოლიციელების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. როგორც გომელაური ამბობს, სიმართლე არ არის ის, რომ პოლიციელები შსს-ს ტოვებენ. მან სტატისტიკური მონაცემები დაასახელა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში 1 108 თანამშრომელმა დატოვა შსს და მივიღეთ - 1 047. ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ჩვენ არ ვუყვარვართ, მათი, ასე ვთქვათ, აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები. ეს გადინება ხდებოდა 2000-იან და 90-იან წლებშიც, დღესაც ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურების მისაღებად. თუმცა, იცით, რომ ჩვენ მოვუმატეთ ხელფასები. მოემატათ 30%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების მასობრივი გადინების შესახებ, რამდენიმე თვეა ვრცელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, თანამშრომლების ნაწილი საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ნაწილი კი საქართველოშივე, სხვა სამსახურის ძებნას იწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG