Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა მოსკოვში, ხანძრის შედეგად


მოსკოვში, ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში ხანძარი 21 თებერვალს, ღამით გაჩნდა

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვში, 17 სართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 11 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი.

რუსული სააგენტოების ცნობით, ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში, რომლის ოთხი სართული სასტუმროდ, დანარჩენი კი, ბინებადაა გადაკეთებული, ხანძარი წუხელ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ნაწილს ცეცხლი მოედო ერთ-ერთი დერეფნიდან, სადაც ხანძარი განზრახ გააჩინა მთვრალმა მამაკაცმა. შენობიდან 200-მდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

საქმეს იძიებენ მოსკოვის პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG