Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დღეს დილით ტაჯიკეთში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარეობდა. ევროპის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6.8 იყო, ხოლო ჩინეთის ცენტრის ინფორმაციით, 7.2.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:40 საათზე მოხდა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, დედაქალაქ დუშანბეში რყევა დაახლოებით 20-25 წამის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ავღანეთსა და პაკისტანშიც.

6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 48 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თურქეთსა და სირიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG