Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეზე 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


ჰარვი ვაინშტაინი
ჰარვი ვაინშტაინი

ჰოლივუდის ყოფილ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურების ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2020 წლის მარტიდან ვაინშტაინი უკვე იხდის 23 წლიან სასჯელს გაუპატიურების სხვა საქმეზე.

ხუთშაბათს, 23 თებერვალს, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 2013 წელს ლოს-ანჯელესელი მოდელის გაუპატიურების საქმეზე. მედია წერდა, რომ იგი წარმოშობით რუსეთიდანაა.

ახალ ეპიზოდში ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე. მაშინ ვაინშტაინის წინააღმდეგ ოთხი ქალის ბრალდებები განიხილეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის მეუღლის, მსახიობ ჯენიფერ სიბელის, ასევე მსახიობ ლორენ იანგის ბრალდებებთან დაკავშირებით.

ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პროდიუსერი გაამართლეს ბრალდებებში, რომლებიც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებულმა მოწმემ წაუყენა მას.

ჰარვი ვაინშტაინი კინოკომპანიების, Miramax-ისა და Weinstein Co.-ს თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო. ის იყო პროდიუსერი ფართოდ ცნობილი ფილმებისა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში აქვთ მოპოვებული ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“.

2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ათობით ქალმა განაცხადა ვაინშტაინის მხრიდან შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. რამდენიმე ინციდენტთან დაკავშირებით პროდიუსერს 2018 წელს სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. იმათ შორის, ვინც უაინსტინს ბრალი წაუყენა, არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სალმა ჰაიეკი, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამხდარა სასამართლო პროცესის ნაწილი.

2020 წლის მარტში სასამართლომ ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის შევიწროებასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG