Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთმა შეიძლება ირანს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს


ეროვნული უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი. ვაშინგტონი, 25 იანვარი, 2023 წელი
ეროვნული უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი. ვაშინგტონი, 25 იანვარი, 2023 წელი

რუსეთი განიხილავს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას ირანში სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების ჩარჩოებში, რაც ითვალისწინებს თეირანის მიერ მოსკოვისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად, განაცხადა თეთრმა სახლმა 24 თებერვალს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთს შეუძლია ირანთან უპრეცედენტო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის რაკეტების, ელექტრონიკისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ვფიქრობთ, რუსეთს შეეძლებოდა ირანისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება", განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. კირბიმ თქვა, რომ ირანი, რომელიც ძალიან არის იზოლირებული დასავლური სანქციების გამო, მიისწრაფვის თავისი სამხედრო ძალების გაძლიერებისკენ რუსეთის დახმარებით. სანაცვლოდ ის ამარაგებს რუსეთს მოწყობილობებით, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება. ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს დაწესებული სანქციების მიზანია შეზღუდოს მისი სადავო ბირთვული პროგრამა.

"ირანი ასევე მიისწრაფვის, შეიძინოს რუსეთისგან დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მოიერიშე ვერტმფრენების, რადარებისა და საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავების ჩათვლით. მთლიანობაში, ირანი ცდილობს მოიპოვოს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა", განაცხადა კირბიმ. "ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, რომ ეს ორივე მიმართულებით განვითარდებოდა და ეს შეშფოთება, რა თქმა უნდა, რეალობად იქცევა", თქვა მან.

კირბის თქმით, ირანმა უკვე გააგზავნა რუსეთში ასობით უპილოტო საფრენი მოწყობილობა, ასევე საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალა და "ირანის მხარდაჭერა რუსეთის ომში გაფართოვდა".

XS
SM
MD
LG