Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელების 90% რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მომხრეა


რუსი სამხედროს დაკრძალვა ბურიატიაში. 2022 წლის მარტი.
რუსი სამხედროს დაკრძალვა ბურიატიაში. 2022 წლის მარტი.

უკრაინელების 90% დარწმუნებულია აუცილებლობაში, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიასაც დაარტყას.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, ამ იდეის მომხრეთა 38%-სთვის დარტყმა დასაშვებია მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე; ხოლო 39%, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა, დასაშვებად თვლის შეტევას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზეც.

გამოკითხულთა კიდევ 13% მომხრეა, რომ უკრაინის არმიამ შეუტიოს რუსეთის მთელ ტერიტორიას და, მათ შორის - მოსახლეობასაც, როგორც ამას რუსეთი აკეთებს უკრაინაში. რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისგან თავის შეკავების მომხრეა გამოკითხულთა 7%. პასუხისგან თავი შეიკავა 3%-მა.

საზოგადოებრივი კვლევა 2023 წლის 14-22 თებერვალს ჩატარდა. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, კვლევაში არ მონაწილეობდნენ რესპონდენტები ყირიმიდან და ასევე ლტოლვილები, რომლებმაც უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს.

XS
SM
MD
LG