Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალე დაიწყება უკრაინის არმიის ძალიან დიდი გადამწყვეტი კონტრშეტევა - ვანო ნადირაძე


ვანო ნადირაძე
ვანო ნადირაძე

„ცოტაც და მალე დაიწყება უკრაინული არმიის ძალიან დიდი და უკვე გადამწყვეტი მესამე დიდი კონტრშეტევა, რომელიც საბოლოოდ გადატეხავს წელში რაშისტების არმიის ბრძოლისუნარიანობას“, - წერს ფეისბუკში უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში მოქმედი ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე და შეტევის სავარაუდო მიზნად ორი დიდი ქალაქის - სამხრეთით მელიტოპოლის და ჩრდილოეთით სტარაბელსკის გათავისუფლებას ასახელებს.

ქართველი ოფიცრის თანახმად, მძიმე მდგომარეობა შენარჩუნებულია ბახმუტის ჩრდილოეთით და თავად ქალაქში. რუსეთის არმიამ გააძლიერა ზეწოლა ავდიევკასა და მარინკაზე, სადაც მოწინააღმდეგე ამაოდ ცდილობს ცენტრში გამაგრებას დიდი ძალებით, რასაც დიდი დანაკარგები და არეულობა ახლავს მის რიგებში.

"უკვე ველოდები ძალიან დიდ დემორალიზაციას, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა, მე ვგულისხმობ ვაგნერის შეფის პრიგოჟინის და რაშისტების გენშტაბის დაპირისპირებას, რაც თავის თავად მათ პირად შემადგენლობაზეც აისახება", - წერს ვანო ნადირაძე.

დაპირისპირება გრძელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს შორის. პიგოჟინის პრესსამსახურმა პარასკევს ტელეგრამარხით გაავრცელა მისი აუდიოკომენტარი, რომ თავდაცვის სამინისტრო ტყუის, როცა ამბობს, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის ქალაქ არტიომოვსკში მყოფი მოხალისეები საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფილი არიან. კომენტარის თანახმად, ბახმუტის რაიონში არ იმყოფება მოხალისეთა არცერთი ქვედანაყოფი და იქ იბრძვის მხოლოდ „ვაგნერი“, რომელსაც არ აწვდიან ამოცანების შესასრულებლად მოთხოვნილი საბრძოლო მასალების 80%-ს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 70-მდე შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.

რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 27 საჰაერო დარტყმა და 75 შეტევა საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან. კიდევ ერთხელ დაზარალდა ქალაქები, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მტრის სარაკეტო დარტყმების საფრთხის დონე მთელ უკრაინაში კვლავ მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG