Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა


სამბოში საქართველოს ნაკრები
სამბოში საქართველოს ნაკრები

კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო - ონისე ხურციძემ. მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ქავთარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG