Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა იტალიაში გემის ჩაძირვის შედეგად


სანაპირო, სადაც, სავარაუდოდ დაღუპული მიგრანტების ცხედრები იპოვეს. 26 თებერვალი, 2023 წ.
სანაპირო, სადაც, სავარაუდოდ დაღუპული მიგრანტების ცხედრები იპოვეს. 26 თებერვალი, 2023 წ.

30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჩვილი ბავშვი დაიღუპა სამხრეთ იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ. გემი, რომელზეც ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, კალაბრიის რეგიონის ქალაქ კროტონეს მახლობლად სავარაუდოდ კლდეებს შეეჯახა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ საიდან აიღო გეზი გემმა, თუმცა იტალიური სააგენტოები იუწყებიან, რომ მგზავრების უმეტესობა ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით ზღვაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ჯერ-ჯერობით იუწყებიან 50-მდე ადამიანის გადარჩენის შესახებ.

XS
SM
MD
LG