Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ოლქზე. დრონებით თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის ოლქში ჩამოაგდეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG