Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მხარდამჭერი ოპერის მომღერალი აბდრაზაკოვი "ლა სკალასა" და "მეტროპოლიტენ ოპერაში" აღარ იმღერებს


ილდარ აბდრაზაკოვი, 2018 წ.
ილდარ აბდრაზაკოვი, 2018 წ.

ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“ და მილანის „ლა სკალამ“ გამოსვლები გაუუქმეს რუს მომღერალ ილდარ აბდრაზაკოვს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

2023-24 წლის სეზონში მის მაგივრად ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბედის ძალაში“ პარტიებს შეასრულებს ამერიკელი მომღერალი სოლომონ ჰოვარდი. ილდარ აბდრაზაკოვმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თეატრთან ურთიერთობები შეწყვიტა მას მერე, რაც კონტრაქტები გაუუქმეს ანა ნეტრებკოს და ხიბლა გერზმავას, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უჭერენ მხარს.

„მეტროპოლიტენ ოპერის“ გენერალურმა მენეჯერმა პიტერ გელბმა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „საკუთარ თავს სარკეში ვეღარ შეხედავდა, რომ სცოდნოდა, რომ პუტინის მომხრეები მისი თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ“.

მანამდე ავსტრიული Opern News-ი იტყობინებოდა აბდრაზაკოვის სიახლოვეზე რუსეთის ხელისუფლებასთან.

მას მერე, რაც ცნობილი გახდა რუსი მომღერლის პოლიტიკური კავშირები, „ლა სკალამ“ შეცვალა მონაწილეთა შემადგენლობა „ჰოფმანის ზღაპრების“ დადგმაში. აბდრაზაკოვს შეცვლის იტალიელი ბას-ბარიტონი ლუკა პისარონი. ამასთან, ილდარ აბდრაზაკოვი 2023 წლის მაისში მაინც გეგმავს ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან, ივნისში კი ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოსვლებს.

ჯგუფ Arts Against Aggression-ის აქტივისტებმა ორკესტრებს მოსთხოვეს, მისდიონ „მეტროპოლიტენ ოპერისა“ და „ლა სკალის“ მაგალითს და გააუქმონ პუტინის მხარდამჭერი საოპერო მომღერლის გამოსვლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG