Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ძლიერმა აფეთქებამ რამდენიმე შენობა დააზიანა


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ, ამავე დაწესებულების კუთვნილი საქვაბე აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამედიცინო ცენტრის ეზოში ტექნიკური შენობა დაინგრა, ახლომდებარე პათოლოგანატომიური განყოფილების შენობა კი დაზიანდა.

"ძლიერი აფეთქების ხმას მოჰყვა ძლიერი დაკვამლიანება და გაზის სუნი, გარშემო ყველაფერი დაინგრა, გვეგონა, ჩვენი შენობაც ნაწილობრივ ჩამოინგრა. ზარალი დიდი გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლაბორატორიის აპარატურას გადავარჩენთ. ჯერ არ გვაქვს უფლება ვნახოთ", - აცხადებს მაგული ჩხობაძე, პათოლოგანატომიური განყოფილების ხელმძღვანელი.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

აფეთქების დროს პათოლოგანატომიური განყოფილების შენობაში მყოფი ოთხი ადამიანი დაზიანდა. მათ ადგილზე დახმარება ცენტრის ექიმებმა გაუწიეს, ორი მათგანი სტაციონარშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.

XS
SM
MD
LG