Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მარტს განახლდება ნატოს შესახებ თურქეთის მოლაპარაკება შვედეთთან და ფინეთთან


მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მისი ქვეყანა 9 მარტს განაახლებს მოლაპარაკებას შვედეთთან და ფინეთთან, ჩრდილოეთ ევროპის ამ ორი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა მინისტრი დასძენს, რომ შვედეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია შარშან გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.

თურქეთმა მოლაპარაკება იანვარში გააუქმა - მას მერე, რაც დანიელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს შენობის წინ, ყურანის ასლი დაწვა.

ნატოში გაწევრიანების განაცხადები შვედეთმა და ფინეთმა შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანეს, თუმცა, თურქეთისგან წინაღობა განსაკუთრებით შვედეთს შეხვდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს, თურქეთის შეფასებით, ტერორისტების მფარველობაში.

XS
SM
MD
LG