რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ზოგიერთი რადიო და ტელეარხის ეთერით გადაიცა გაფრთხილება საჰაერო განგაშის შესახებ.
გამოცემა „ნოვაია გაზეტა-ევროპას“ ინფორმაციით, გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გავრცელდა მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია. 22 თებერვლის შემდეგ, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.