Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია


ფოტოილუსტრაცია: თბილისის მეტრო
ფოტოილუსტრაცია: თბილისის მეტრო

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ის ცოცხალია, თუმცა უცნობია, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამჟამად შესაბამისი სამსახურები ცდილობენ მის ამოყვანას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

განახლება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" გვაცნობა, რომ მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG