რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი ლუაკშენკას ჩინეთში ვიზიტსაც შეეხო, რომელიც ჩინეთის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენისა და პეკინის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხორციელდება. ამასთან ყოველკვირეული რუბრიკის ავტორი ამბობს: "ლუკაშენკას აქვს თავისი ინტერესები, რომ ჩინეთთან ინდივიდუალურად გაიღრმაოს ურთიერთობები. ლუკაშენკა სულ მანევრირებს, საკუთრი ტყავის გადარჩენის პროცესში იქნებ რაღაცებს გამოკრას ხელი. მას, როგორც ჩანს, აქვს იმედი, რომ ჩაეთვლება სასამართლოზე, რომ მან საკუთარი სამხედრო ძალები არ ჩართო ამ ომში. თუმცა, მისი ტერიიტორიიდან იბომბება უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები".