Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერის“ 5 მებრძოლის დაღუპვა მათმა ოჯახებმა კრასნოდარელი აქტივისტისგან შეიტყვეს


სასაფლაო ყუბანის სოფელ ბაკინკსიში, სადაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები არიან დაკრძალული
სასაფლაო ყუბანის სოფელ ბაკინკსიში, სადაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები არიან დაკრძალული

უკრაინის ომში დაღუპული ხუთი მსჯავრდადებულის ახლობლებმა, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ მიერ იყვნენ დაქირავებულნი, აქტივისტ ვიტალი ვოტანოვსკის პუბლიკაციებიდან შეიტყვეს მებრძოლთა საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ. ვოტანოვსკი აგროვებს ინფორმაციას კრასნოდარის მხარეში დაკრძალულ რუს სამხედროებზე.

როგორც „კავკაზ.რეალიის“ განუცხადა ვოტანოვსკიმ, მას თხოვნით სტავროპოლსა და ვოლგოგრადში მცხოვრებმა ოჯახებმაც მიმართეს. მათი საშუალებით მისთვის ცნობილია დაღუპულთა მონაცემები, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითხოვა ჭირისუფალმა ანონიმურობის დაცვა.

პირველი მიმართვა ეკუთვნის 22 წლის ანდრეი კარგინის მამიდას, რომლის თქმით, ის გარდაცვლილის ერთადერთი ნათესავი იყო. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე მან არაფერი იცოდა მოკლული ძმისშვილის ბედის შესახებ.

მეორე შემთხვევაში ახლობლებმა საფლავი ვიდეოთი იპოვეს. ვინაიდან გვარი გავრცელებულია, მათ სთხოვეს ვოტანოვსკის გადაეღოთ საფლავის ქვის ფოტო დაბადების თარიღით. ლაპარაკია ანდრეი გრუზდევზე, რომელიც უკრაინაში 2022 წლის ოქტომბერში დაიღუპა.

მესამე შემთხვევაში ვიტალი ვოტანოვსკის მიმართა გარდაცვლილი დმიტრი რიბალკოს მეუღლემ, რომელსაც ჰქონდა მინდობილობა, როგორც მეუღლის ინტერესების წარმომადგენელს, მაგრამ არავის მისთვის ქმრის დაღუპვის შესახებ არ უცნობებია. მას ასევე არ მიუღია „ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაპირებული ფულადი კომპენსაცია. კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლებმა მას არ გაუმხილეს დაკრძალვის თარიღი და მხოლოდ ის უთხრეს, რომ იგი საფლავის მონახულებას მოგვიანებით შეძლებდა.

საბოლოოდ, მეხუთე განმცხადებელმა ეს ანონიმურად გააკეთა, მაგრამ თქვა, რომ უკვე მისწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სასჯელაღსრულების კოლონიას, სადაც მისი ნათესავი სასჯელს იხდიდა, მაგრამ არავისგან მიუღია პასუხი.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
  • მთლიანობაში, თეთრი სახლის შეფასებით, დაიღუპა სულ მცირე 9 ათასი დაქირავებული მებრძოლი, მათი ნახევარი - შარშან დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული. როგორც კირბი აცხადებს, 2022 წლის დეკემბერში მოკლულ „ვაგნერელთა“ დაახლოებით 90% რუსეთის კოლონიებში შეგროვებული მოხალისეები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG