Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხარდასაჭერად გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას - კანცლერი შოლცი

"ახლა უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვიტანა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სათადარიგო ნაწილების საკმარისი მარაგი", - თქვა შოლცმა, რომლის სიტყვებსაც ტელეკომპანია CNN-ი ციტირებს.

გერმანია გაზრდის როგორც საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე იარაღის რემონტის შესაძლებლობას, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

"ახლა უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვიტანა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სათადარიგო ნაწილების საკმარისი მარაგი და შევქმნათ სარემონტო საშუალებები იმ შეიარაღებისთვის, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება", - თქვა შოლცმა, რომლის სიტყვებსაც ტელეკომპანია CNN-ი ციტირებს.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე იარაღის სახით დახმარებამ დღემდე 14 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG