Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ბახმუტთან და მიმდებარე ორ სოფელთან - უკრაინის შტაბი


უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან მდებარე პოზიციებზე. 25 თებერვალი, 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან მდებარე პოზიციებზე. 25 თებერვალი, 2023 წელი

უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები ბახმუტის მახლობლად, ასევე ქალაქის დასავლეთით მდებარე სოფლების, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს მახლობლად, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

"მტერი აგრძელებს წინსვლას ბახმუტის მიმართულებით. არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმს. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის რაიონის ბახმუტის, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ასევე ვასიუკოვკა, ჟელეზნიანსკოე, ორეხოვო-ვასილოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ჩასოვ-იარი და დონეცკის სხვა დასახლებული პუნქტები მტრის დაბომბვას დაექვემდებარნენ", - ნათქვამია მოხსენებაში.

ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით მტერი თავს იცავს, ხოლო ზოგიერთ რაიონში ამაოდ ცდილობს შექმნას პირობები შეტევაზე გადასასვლელად, დასძენს გენერალური შტაბი.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG