Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობა სარკინიგზო კატასტროფის მიზეზად "ტრაგიკულ ადამიანურ შეცდომას" ასახელებს


საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან 28 თებერვალს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი
საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან 28 თებერვალს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფის მიზეზად „ადამიანური შეცდომა“ დაასახელა. ქალაქ ლარისასთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 43 ადამიანი. დაშავდა 80-ზე მეტი.

გაუფრთხილებლობით მკვლელობის და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლებით ბრალი წაუყენეს ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსს, რომელიც მატარებლების მოძრაობას მართავდა. თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც 1 მარტს ლარისაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ კატასტროფა "ტრაგიკულმა ადამიანურმა შეცდომამ" გამოიწვია.

დღეს, 2 მარტს, რკინიგზელთა პროფკავშირი საპროტესტო აქციას გეგმავს. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ტრაგედია გამოიწვია სისტემაში არსებულმა ქრონიკულმა პრობლემებმა და მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ, მათ შორის - პერსონალის ნაკლებობამ და ტექნიკური დანადგარების გაუმართაობამ.

  • 28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი.
  • დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებლები ერთმანეთის პირისპირ, ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ.
  • სამგზავრო მატარებელში 354 ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG