Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 8,1 პროცენტი იყო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 8,1 პროცენტი იყო. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0,3 პროცენტით შემცირდა. განახლებული მონაცემები დღეს, 2 მარტს, გამოქვეყნდა.

საქსტატის თანახმად, ყოველთვიური ინფლაციის შემცირებაზე გავლენა იქონია ჯანმრთელობის დაცვაში 4,9 პროცენტით ხარჯების შემცირებამ. ასევე, ფასები შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფში - 1,5 პროცენტით. ამავდროულად, ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 1,2%-ით.

წლიური ინფლაციის ზრდაზე გავლენა მოახდინა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების 14 პროცენტით გაზრდამ და საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების 12,4 პროცენტით მატებამ. ამავე პერიოდში 7,6 პროცენტით შემცირდა ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი სერვისები.

საქსტატის შეფასებით, 2023 იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG