Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ერთმა მობილიზებულმა მეორე ავტობუსის გაჩერებაზე მოკლა


რუსი მობილიზებულები. საილუსტრაციო ფოტო
რუსი მობილიზებულები. საილუსტრაციო ფოტო

რუსეთში, კურსკის ოლქში, პოლიციამ დააკავა 36 წლის მობილიზებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ეჭვმიტანილია მეორე მობილიზებულის მკვლელობაში.

ინციდენტი, როგორც გამოცემა ASTRA წერს, 28 თებერვალს სოფელ ბოლშენიზოვცევოში მდებარე სკოლის მახლობლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მობილიზებულმა მამაკაცმა მეორე ჯარისკაცს თავის არეში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ესროლა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ASTRA-ს ცნობით, გარდაცვლილი აღმოჩნდა 30 წლის მობილიზებული მოქალაქე, რომელიც იმავე სამხედრო ნაწილში (ნომერი 53359) ირიცხებოდა, რომელშიც - თავდამსხმელი. ინციდენტის მიზეზები უცნობია, სამხედრო პროკურატურა „იარაღის გაუფრთხილებელი გამოყენების“ ვერსიაზე მუშაობს.

  • მობილიზებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ასეთი ინციდენტები იშვიათი არ არის. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ლენინგრადის რეგიონის სამხედრო პოლიგონზე ყუმბარსატყორცნიდან გასროლის დროს, ვოლოგდის რეგიონიდან მობილიზებული მამაკაცი დაიღუპა.
  • 2022 წლის ოქტომბერში 11 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 15 დაიჭრა ბელგოროდის რეგიონის საწვრთნელ პოლიგონზე, სადაც მოხალისეები სროლაში ვარჯიშობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ მობილიზებულმა ორმა ტაჯიკმა მოქალაქემ სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპასუხო სროლით ორივე ტაჯიკი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG