Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცვის სამსახური ჟურნალისტებს პარლამენტის შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა


ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში
ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში

საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა ნაწილს, რომლებიც სხდომაზე არ შეუშვეს, დაცვის სამსახურმა გარკვეული დროით არ მისცა პარლამენტის შენობის დატოვების საშუალება.

ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს არ სურდათ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მედიის პროტესტის მოსმენა და ამიტომ გასცეს დავალება, რომ ჟურნალისტებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.

მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებმა შეძლეს შენობის დატოვება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპოექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად სპონტანურად დაგეგმილი აქცია გაიმართა პარლამენტის მიმდებარედ, სადაც პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა.

XS
SM
MD
LG