Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა მონტენეგროს დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად


უზენაესი სასამართლოს შენობა პოდგორიცაში
უზენაესი სასამართლოს შენობა პოდგორიცაში

ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

პოლიციის თანახმად, დაღუპულმა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა სასამართლოს შენობაში შესვლისას, იტყობინება რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის კორესპონდენტი.

პოლიციამ ტვიტერში დაწერა, რომ „დიდი ალბათობით“ აფეთქდა თვითნაკეთი ხელყუმბარა. პოლიცია იტყობინება, რომ დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი რა გარემოებებში და რატომ ააფეთქა მამაკაცმა ყუმბარა.

ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ აფეთქების მომენტში სასამართლოში ბევრი ხალხი იყო.

ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება. ყველანი ევაკუირებული არიან.

XS
SM
MD
LG