Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლვოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის გენერალური პროკურორი


უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრი კოსტინი და აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი, 3 მარტი, 2023
უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრი კოსტინი და აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი, 3 მარტი, 2023

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში, რათა მონაწილეობა მიიღო სამართლის საკითხებზე ლვოვში დანიშნულ საერთაშორისო კონფერენციაში - და კიდევ ერთხელ განაცხადა ვაშინგტონის მისწრაფებაზე, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში შეჭრისას ჩადენილ დანაშაულებზე.

"გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენი მისწრაფება, რუსეთმა პასუხი აგოს დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილ იქნა უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრისას მის სუვერენულ მეზობელ ქვეყანაში", - განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 3 მარტს.

ეს გარლანდის მეორე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, და მას წინ უძღოდა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისტორიული ვიზიტი 20 თებერვალს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, გარლანდის ვიზიტი განხორციელდა უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის მიწვევის საფუძველზე.

27 თებერვალს კიევში ჩავიდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი - ამერიკელი და სხვა დასავლელი ოფიციალური პირები უკრაინას კვლავ სთხოვენ გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, იმ ფონზეც კი, როცა ქვეყანა იქ შეჭრილ რუსეთს ებრძვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა და უთხრა, რომ როცა რუსეთის სამხედრო მესვეურები ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხს აგებენ, "სამართალი აღდგება".

XS
SM
MD
LG