Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ მუშაობს მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე


მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ანკარა აქტიურად მუშაობს საიმისოდ, რომ გახანგრძლივდეს გაეროს მხარდაჭერით შემოღებული ინიციატივა, რომლის პირობებითაც უკრაინამ შეძლო მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტებიდან.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღეს, და მან სამი პორტიდან გახადა შესაძლებელი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი. შეთანხმება ნოემბერში გახანგრძლივდა და მას ამჟამად 18 მარტს გასდის ვადა, თუკი კიდევ ერთხელ არ იქნება გახანგრძლივებული.

რუსეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სოფლის მეურნეობის მისი მეწარმეების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG