Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ზრდის სამხედრო ხარჯებს, "საფრთხეების ესკალაციის" გამო


თავდაცვის ბიუჯეტის განხილვა, ჩინეთი
თავდაცვის ბიუჯეტის განხილვა, ჩინეთი

ჩინეთმა 5 მარტს გამოაცხადა, რომ ზრდის ხარჯებს სამხედრო სფეროში, და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეები "ესკალაციას" განიცდის. ეს განცხადებები გაკეთდა ქვეყნის გენერალური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის სხდომაზე, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, სი ძინპინს პრეზიდენტობის მესამე ვადას მიანიჭებს.

ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, აცხადებს, რომ მომავალ წელს მიზნად ისახავს ეკონომიკის დაახლოებით ხუთი პროცენტით გაზრდას - რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ჩინეთმა წარმოადგინა 1,55 ტრილიონი იუანის (225 მილიარდი ამერიკული დოლარი) ოდენობის ბიუჯეტი - მიმავალმა პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა კი ეროვნული სახალხო კონგრესის დელეგატებს უთხრა, რომ "ჩინეთის შევიწროების და შეკავების საგარეო მცდელობები ესკალაციას განიცდის".

XS
SM
MD
LG